თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო.
გენგეგმა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარადგინა. ასევე, სხდომაზე “სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დედაქალაქის გენგეგმაზე “სითი ინსტიტუტი”, დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია გენგეგმაში არსებულ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება და აცხადებენ, რომ მერიამ საბოლოოდ საკრებულოში არა დედაქალაქის ინტერესებზე მორგებული დოკუმენტი, არამედ ბიზნესგეგმა წარადგენა.
გენგეგმაზე ოპოზიციის კრიტიკას თბილისის მერმა ტყუილი უწოდა და ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის თქმით კი, “ნაცმოძრაობას”ასეთი გენგეგმა 2004 წელს რომ მიეღო, დღეს ქალაქს ამდენი პრობლემა არ ექნებოდა.