სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ხუთ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა

895

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ხუთ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ვაკანსია გამოცხადებულია: რწმუნებულის აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ამასთან, ცნობილია, რომ აყვანის შემთხვევაში თანამშრომელს 1 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიეცემათ.

აღნიშნულ პოზიციებზე განცხადებების მიღების ვადა 20 მარტია.