ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

644

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი, ჩეხეთის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიცკისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგება ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრას მუნიციპლიტეტის საკრებულოს, გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები და სხვადასხავა მუნიციპალიტეტის ექიმები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების მსგავსებასა და განსხვავებაზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე და სკრინინგის პროგრამის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
დელეგაციას პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ კოლიბა ხელმძღვანელობს.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ჩეხეთის მთავრობა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უწევს. დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 16 ივნისს დასრულდება.

წყარო: ლაივპრესი