ქუთაისში ე.წ. ქაჯაიას შენობა რეკონსტრუქციის შემდეგ ძველ იერსახეს შეინარჩუნებს

1149
ქუთაისი

წინა სტატია

ქუთაისში ყოფილი “კომკავშირის ქალაქკომის” შენობა, რომელიც მესხიშვილის თეატრის უკან, ნიუპოტისა და ბროსეს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, რეკონსტრუქციის შემდეგ ძველ იერსახეს შეინარჩუნებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ქაჯაიას შენობის” სახელით ცნობილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციო და ამორტიზირებული იყო. გასულ წელს შენობას ახალი მფლობელი გამოუჩნდა. კომპანია  შპს “გუდლაინი” 2011 წელს არის რეგისტირებული და მისი 20%-იანი წილის მფლობელი საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას მეუღლე ხატია სირბილაძეა.

კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაგან შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისათვის ნებართვა მიიღო.  პროექტის თანახმად, შენობა იერსახეს არ შეიცვლის, მხოლოდ ერთი სართული დაემატება და ადგილზე ოთხსართულიანი სასტუმრო მოეწყობა. ამჟამად შენობაზე მეოთხე სართულის დაშენება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სასტუმტოს გახსნა 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.