გურჯაანის მერია ქალებს 8 მარტს ბარაბანშოუთი მიულოცავს, მერი კი ყვავილებს დაარიგებს

809

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მერია ქალებს 8 მარტს ბარაბანშოუთი მიულოცავს, – ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “სპექტრი” წერს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა გამოცემას უთხრა, მსვლელობა სამ საათზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

“იქნება ბარაბანშოუ, მუსიკა, მოცეკვავეები. მოვიცავთ ცენტრალურ ქუჩებს: სანაპიროს, გურამიშვილის, ნონეშვილსა და რუსთაველს. მუნიციპალიტეტის მერი, თანამშრომლებთან ერთად, შემხვედრ ქალბატონებს ყვავილებით დაასაჩუქრებს”, – განაცხადა სამსახურის უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, დღის ბოლოს “პაპას ბაღში” გაიმართება კონცერტი, რომელიც 18 საათზეა დაგეგმილი. კონცერტზე მისულ სტუმრებს მერია გლინტვეინით, სხვადასხვა კერძო კომპანია კი ყავით, ჩაით და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდებიან.