აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება. მისი თქმით, რეგიონის მთავრობა ბათუმის გულშემატკივრებს დაუმტკიცებს და საქმით აჩვენებს, რომ მთავრობა ბათუმის ბულვარზე ზრუნავს.
“ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე სახაშე და სახინკლე რესტორანია გახსნილი, რომელსაც ორგანიზაცია “ბათომის” და მოძრაობა “დაიცავი ძველი ბულვარის” წევრები აპროტესტებენენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქის რეკრეაციულ ზონაში მსგავსი ტიპის რესტორნები არ უნდა იყოს.