ცქიტიშვილი: რამდენიმე რეგიონში ოლიმპიური აუზების მშენებლობა იგეგმება

757

რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რამდენიმე რეგიონში ოლიმპიური აუზების მშენებლობა იგეგმება.

“ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზის მშენებლობა იგეგმება, ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში – საცურაო აუზების, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში, სტადიონების რეაბილიტაცია – სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში, ხოლო ახალი სტადიონების მშენებლობა ყვარელსა და მარნეულში. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდება კომპლექსური მშენებლობები სპორტული დარბაზების, საცურაო აუზებისა და სხვა ტიპის სპორტული ინფრსტრუქუტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.