გორში 19 თებერვალს 18:00 საათზე გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იტალიელი ტენორი პაოლო ლევანტინო მეგობრებთან ერთად ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოს გამართავს.
საქველმოქმედო კონცერში მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები თამაზ საგინაძე, ელენე ჯანჯალია, მზია დავითაშვილი, მაყვალა ასპანიძე, ბაია გრიგოლია, რეზო სულავა, ინგა ბერიძე და ნინო თაბაგარი მიიღებენ.
ღონისძიება შიდა ქართლის რეგიონალური ქალთა საბჭოს, საქართველოს ქალთა საბჭოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ჩატარდება.
კონცერტს 19 თებერვალს 18:00 საათზე გორის თეატრის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
ბილეთის ღირებულება 10 ლარია.
https://www.facebook.com/kulturisadaturiszmissaagento/photos/a.201062130559686/301749800490918/?type=3&theater