ფოთის საკრებულოს წევრებმა მალთაყვის განაშენიანების გეგმა განიხილეს

870

წინა სტატია

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ და მოადგილე აკაკი დარჯანიამ საკრებულოს წევრებთან ერთად შპს “ურბანიკას“ მიერ წარმოდგენილ მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს.

“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის უბნის განვითერიბისთვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობამ 2017 წელს მიიღო განკარგულება, რომლის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს “ურბანიკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შემუშავდა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

მალთაყვის უბნის განვითარებისათვს საჭირო რიგ ღონისძიებათა განსახორციელებლად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საკრებულოს წევრებიც არიან წარმოდგენილები”, – განმარტავენ საკრებულოში.

სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი გეგმა და აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეების განცხადებებს გაეცნენ.

როგორც საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ განაცხადა მომავალში კერძო მესაკუთრეებთან შეხვედრას გეგმავენ, რათა ქალაქის და მათი გეგმები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.

“პროექტი ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ზოგ შემთხვევაში ეს არის საოჯახო სასტუმროები, ზოგ შემთხვევაში სასტუმროები ბუნების მოყვარულთათვის და დიდი აქცენტი გაკეთებულია სპორტული ტურიზმის განვითარებაზე. ასევე გათვალისწინებულია რამოდენიმე დიდი მოედნის და ერთი სტადიონის მშენებლობა. ამ ყველაფერთან ერთად გამოიყოფა ცალკე უბანი სპორტსმენებისთვის.

პროექტი პრემიერმინისტრთან შეთანხმების შემდეგ სამომავლოდ საკრებულოს სხდომაზე განიხილება”, – ამბობენ ფოთის საკრებულოში.