საბავშვო ბაღებში გამოვლენილი 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვიდან 4 ცხენის ხორცის შეტანას ეხება

693

წინა სტატია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში გამოვლენილი 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვიდან 4 ცხენის ხორცის შეტანას ეხება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისივე თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4 772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.

“2012 წელს სახელმწიფო ბაღებში განხორციელდა მხოლოდ 11 სახელმწიფო კონტროლი, 2018 წელს – 4 772. საქართველოში აბსოლუტურად ყველა ბაღი შემოწმებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძებების შედეგად მკვეთრად არის გაუმჯობესებულის სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ასე შემდეგ.

2018 წელს საბავშვო ბაღებში 4 772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში-38, რეგიონებში-87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარება გაუმჯობესებულია ვიდრე წინა წლებში“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.