კალაძე: ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია, დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება

953

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ის დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება.

“ჩვენ ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. თბილისის მასშტაბით, ყველა ხიდს კვლევები 2015 წელს ჩაუტარდა, რომლის მიხედვით, გარკვეული ხიდების რეაბილიტაციის საჭიროება განისაზღვრა. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს და ჩვენც, შესაბამისად, ვახუშტის ხიდით დავიწყეთ. რამდენიმე დღეში შეგვეძლება, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და გაჩვენოთ, თუ რა მდგომარეობაშია რეალურად ხიდი. პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარამდეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, განახლდება ხიდის ბურჯები, განათებები, მოაჯირები და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული“, – განაცხადა კალაძემ.