გორის სკოლამდელი აღზრდის საააგენტოს წლიურ ანგარიშში მითითებულია, რომ საბავშვო ბაღების კვებით მოსმახურებაზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2018 წელს 2 072 162 ლარი გამოიყო, თუმცა სააგენტომ კვებისთვის 2 052 372 ლარი დახარჯა 19 788 ლარი კი გაუხარჯავი დარჩა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აქედან, 2018 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ 1 374 641 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლიდან მენიუს წახემსება დაემატა და საბავშვო ბაღები ოთხჯერად კვებაზე გადავიდნენ. ასევე, შეიცვალა ხორცპროდუქტების მიწოდების გრაფიკი და ახლა უკვე არა ორ კვირაში ერთხელ, არამედ ყოველკვირეულად შედის. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, აღსაზრდელებს ყოველდღიურად სასმელი რძე ან რძის შემცველი ნატურალური პროდუქტი მიეწოდებათ. ბავშვის დღიური მთლიანი კოლორაჟი კი 1 292 კალორიას შეადგენს.
ამასთან, შეგასენებთ, რომ გორის სკოლამდელი აღზრდის საააგენტომ გასულ წელს ხელფასებზე 2 334 942 ლარი დახარჯა.