გორის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” ახალი ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” სახით შექმნა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღეს.
“ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” ფრაქციაში ატენის, ხიდისთავისა და ქვახვრელის წარმომადგენლები გაწევრიანდნენ.
“ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” ფრაქცია შოთა ვანიშვილმა(ატენი), ივანე ნონიკაშვილმა(ხიდისთავი) და დავით ადუაშვილიმა (ქვახვრელი) შექმნეს.
პოლიტიკური მეცნიერების მიხედვით, “სოციალ-დემოკრატია” – წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და მიისწრაფვის იმისაკენ, რომ გაუმჯობესდეს მუშათა უფლებები და მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფოს როლი უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანდ გაიზარდოს.