საბურთალოს რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
“მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 11 ქუჩაზე გზის და 36 მისამართზე ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. 19 მისამართზე სკვერი და 9 მისამართზე საბავშვო მოედანი მოეწყო. რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის 640 ნერგი დაირგო. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 20 სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 18 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო. ასევე, 8 მისამართზე საყრდენი კედელი და 7 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
თბილისის მერის ინიციატივით, საბურთალოს რაიონში 75 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ავტოფარეხების ნაცვლად, საირმის ქუჩაზე საბავშვო მოედანი, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერი, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე გამწვანების ზოლი მოეწყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, სხვადასხვა სახის 148 პროექტი განხორციელდა. ასევე, 9 კულტურული და 7 სპორტული ღონისძიება ჩატარდა”, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერად, ანგარიშის წარდგენას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ასოციაციის წევრები და მაჟორიტარები ესწრებოდნენ.