“რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თეიმურაზ მანველიშვილი თანამდებობას დღეს დატოვებს. “რადიო მოზაიკას” ცნობით, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ განცხადება მან დღეს დილით დაწერა.
თეიმურაზ მანველიშვილმა გათავისუფლება გორის მერს უკვე მეორედ სთხოვა. თავდაპირველად, მან კონსტანტინე თავზარაშვილს იანვარში მიმართა. გორის მერმა მისი პირველი განცხადება იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ მანველიშვილს, შესაძლოა, აზრი შეეცვალა.
თეიმურაზ მანველიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმაც დაადასტურა.