გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მანველიშვილმა თანამდებობიდან დაუყონებლივ გადადგომა ითხოვა. კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტს რეზოლუციას მიღებისთანავე დაადებს. ინფორმაცვიას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
თეიმურაზ მანველიშვილმა გათავისუფლება გორის მერს უკვე მეორედ სთხოვა. თავდაპირველად, მან კონსტანტინე თავზარაშვილს იანვარში მიმართა. გორის მერმა მისი პირველი განცხადება იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ მანველიშვილს, შესაძლოა, აზრი შეეცვალა.
გორის მერი ამბობს, რომ მერია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსს გამოაცხადებს.