კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტზე გუშინ კონკურსი გამოცხადდა

777

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტზე გუშინ კონკურსი გამოცხადდა.

“გასულ წელს გავაკეთეთ მიწისზედა მეტროს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იგეგმება სამგორი-ლილო, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის თბილისი დაკავშირება ქალაქ რუსთავთან.

ჩვენ გუშინ კონკურსი გამოვაცხადეთ, რომ მოხდეს პროექტის წარმოდგენა და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა შემუშავდეს. მას შემდეგ რაც გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული, კომპანია წარმოადგენს პროექტს და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას

თუმცა თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოგვცემს სრულ სურათს“,- განაცხადა კალაძემ.