მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდებს რეკონსტრუქცია უტარდება

1452

წინა სტატია

სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს  თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ამ ეტაპზე, 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 42 ერთეულია. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად კი, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

“ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ფაქტობრივად, ახალი ხიდების მშენებლობის პროექტი ხორციელდება, რადგან არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სამუშაოები შარშან დაიწყო და მაისისთვის დასრულდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონ ლარს შეადგენს. ტერიტორიის ორივე მხარე ყოველმხრივ მოწესრიგდება და ავტომობილით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განმარტა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.