თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების მოთხოვნით, ბავშვების მენიუდან სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ ფაფა, ღომი და ასევე ჩიხირთმა ამოიღეს. მენიუში ცვლილებები ზამთრის არდადეგების შემდეგ შევიდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ თქვა, კვების რაციონში გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები – რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. ასევე დაემატა ბოსტნეულის სახეობები – ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი.
კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, გამოცხადებული ტენდერით შესყიდული მომსახურების ღირებულება 38 109 000 ლარია.