ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის გამო მანქანები ცალმხრივად იმოძრავებენ (ვიდეო)

1551

წინა სტატია

თბილისის მერიამ ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ასევე, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, “ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.