მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი იქმნება.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი, ორკესტრის მენეჯერი კი მიხეილ მდინარაძე იქნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რეგისტრაცია, ხოლო მოსმენა 2 და 3 თებერვალს ჩატარდება.
15-დან 28 წლამდე მსურველებს დარეგისტრირება ამ ბმულზე შეუძლიათ.