რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სვანეთში კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება.
“მესტიაში, ლაღამის უბანი არის ახალი დასახლება, სადაც არის კოშკები და რომელთაგან ბევრი აღდგენას, რეაბილიტაციას და რესტავრაციას საჭიროებს. ასევე, მესტიის გარდა ვიტყვი უშგულთან დაკავშირებით. უშგულის ოთხი თემის, დასახლების გენერალური გეგმა მზადდება, რომელიც დასრულების ფაზაშია და ასევე უშგულის დასახლების ტერიტორიაზეც გვინდა კოშკების აღდგენა, არსებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა,რადგან იქაც ამ ეტაპზე მოწესრიგებული არ გვაქვს წყალი, საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი და დენი. ანუ ეს არის ის აუცილებელი, რაც ბიზნესსაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც სჭირდებათ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს 700 მილიონიანი პროექტი – “ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყება.