გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 245 სამშენებლო ნებართვა გასცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როგორც გორის მერიაში აცხადებენ, მშენებლობის ნებართვაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გასული წლის სამშენებლო ნებართვების გაცემის რაოდენობა, 2017 წელს გაცემული ნებართვების თითქმის იდენტურია.
2018 წელს გორის მერიამ 121 სამშენებლო ნებართვა გასცა, 2017 წელს კი – 124.
2018 წელს მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვებიდან, ყველაზე მეტი, 78 ნებართვა ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე გაიცა, დანარჩენი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.