გურჯაანის სოფელ ზემო კაჭრეთში სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

792

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში რამდენიმე თვეა საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და ის 125 ბავშვზე იქნება გათვლილი.

“სამუშაოები, რომელზეც 2 300 000 ლარამდე დაიხარჯება, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება”, – აცხადებენ მერიაში.