რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და ის მექანიზემები განიხილეს, რომლებიც, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული.