გორში “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოსახლეობის მეირ შერჩეული პროექტების და მათი განხორციელების დეტალების შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა. ასევე, შეხვედრაზე გამოვლინდნენ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული ინიციატივების ავტორებიც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შემაჯამებელ შეხვედრაში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, მარტა ბიბილაშვილის თქმით, წარდგენილი 167 განაცხადიდან 93 განაცხადი შეირჩა.
“მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭომ ყველა შემოსული განაცხადი განიხილა, შეამოწმა და შეაფასა ტექნიკურ -იურიდიული თვალსაზრისით, შემდეგ უკან დაუბრუნდათ მის ავტორებს შესაბამისი კომენტარებით. ადგილზე იქმნებოდა მოსახლეობისგან დაკომპლექტებული წარმომადგენლობითი საბჭოები და თავად ირჩევნდენ მათთვის სასურველ პროექტს და ამ მეთოდოლოგიით მოსახლეობამ თავად შეარჩია 93 განაცხადი“, – თქვა მარტა ბიბილაშვილმა.
“სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შერჩეული პროექტები მიმდინარე წელს ეტაპობრივად განხორციელდება.