გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. როგორც მერიაში აცხადებენ, კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს, სამ ეტაპად ჩატარდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“ვაკანტურია სოფელ კალაურის, კარდენახის, ვეჯინისა და გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების პოზიციები, ასევე გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკოთხებში არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, ინსპექტირების საკითხებში შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უფრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობი. სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე დასაქმების მსურველებს უნდა ჰქინდეთ სრული ზოგადი განათკება, ხოლო დანარჩენ თანამდებობებზე აუცილებელია უმაღლესი განათლება”, – ამბობენ გურჯაანის მერიაში.
აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1 200 ლარამდე მერყეობს. კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე 2019 წლის 3 იანვრამდე შეეძლებათ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მიიღებს.