“პრაქტიკულად, დღევანდელი მერები საკმაოდ შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ”, – ეს განცხადება ხულოს ყოფილმა მერმა აჭარის ტელევიზიასთან კომენტარში გადადგომიდან რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. ხულოს პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა თანამდებობა მოულოდნელად, საკუთარი განცხადების საფუძველზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ცოტა ხნის წინ დატოვა.
რა პრობლემებია თვითმმართველობებში და როგორ უნდა გამოსწორდეს ისინი, ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.