ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე პარკირების რეგულირების წესი და საფასური დაადგინა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ აღნიშნა, რომ თუ კომპანიამ ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაწყვიტონ ხელშეკრულება.
კერძოდ, წესის მიხედვით, 1 კვირის აბონემენტი 3, ერთთვიანის 10, სამთვიანის – 15, 6 თვიანი 25, ერთწლიანი აბონემენტი კი 40 ლარით განისაზღვრა.
ხოლო, კედიას ქუჩაზე პარკირების საფასური საათში 1 ლარით განისაზღვრა. შეგახსენებთ, რომ ეს არის ქალაქში ერთადერთი ქუჩა, სადაც სააბონენტო გადასახადი არ იმოქმედებს. ტარიფები ამოქმედდება თებერვლიდან, ჯარიმები კი მარტის თვიდან.