“სატელევიზო ანძასთან ერთად დამატებითი ფუნქცია მუხიანში მდებარე რადიოქალაქსაც მიენიჭება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სადაც ის აღნიშნულ ორ პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენებს ხვდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ორი პროექტი გვაქვს, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ერთი არის, რომ სატელევიზიო ანძას მივცეთ დამატებითი ფუნქცია, როგორც არის ბევრ ქვეყანაში და ჩვენც გვაქვს ამის შესაძლებლობა. საუბარია დამატებით რესტორნის მოწყობაზე. იქნება გადმოსახედი, დაახლოებით, 75 მეტრის სიმაღლეზე არის საუბარი. შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქისთვის სატელევიზიო ანძა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. მეორე მნიშვნელოვანი პროექტია, მუხიანში რადიოქალაქის პროექტის განხორციელება. ორივე პროექტი მინდა წარვუდგინო ბიზნესს, რადგან ბიზნესის თვალსაზრისით ორივე საინტერესოა”,- განაცხადა კალაძემ.