“კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი განძია”, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, მათი დღევანდელობასთან თანაარსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საინტერესო წამოწყების განხორციელებისთვის.
ღონისძიების მიზანი აჭარაში არსებული ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია გახლდათ