პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობებთან მუშაობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში უფრო მეტი უფლებამოსილება და რესურსი უნდა გადავიდეს, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე უნდა აისახოს.
“თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები და ამაზე მუშაობა უკვე ძალიან აქტიურად მიდის. მათ შორის, მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს. თანდათანობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და რესურსი უნდა გადავიდეს, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.