კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს

1058

წინა სტატია

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, კახეთის რეგიონული განვითრების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განსახილველად, დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

“მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ძირითადად, ითვალისწინებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევას.

დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა GIZ-ის ექსპერტების დახმარებით მომზადებული, კახეთის რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მედიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ დოკუმენტი: კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის