რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა გადაეცემა მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის სახით?

2119

წინა სტატია

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების სახით,  28,7 მილიონი ლარი გადაეცემათ. აქედან 20 მილიონ 700 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ტრანსფერისთვისაა განსაზღვრული, ხოლო 8 მილიონი – ავტონომიური რესპუბლიკების ტრანსფერისთვის. რაც შეეხება თავად ტრანსფერების მოცულობას, მიზნობრივი ტრანსფერი 11 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, ხოლო 16 მილიონ 900 ათასი ლარია სპეციალური ტრანსფერი.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ. მის ნაცვლად მუნიციპალიტეტებზე დღგ-ის 19% გადანაწილდება (იხილეთ განაწილების ცხრილი). სწორედ ამიტომ მომავალ წელს ტრანსფერის თანხა მკვეთრად დაიკლებს და, თუ წელს ყველა სახის ტრანსფერი 760 მილიონს შეადგენდა (საიდანაც გათანაბრებითი ტრანსფერი 705 მილიონი იყო), 2019 წელს მხოლოდ 20.7 მილიონი დარჩება.

მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტებს დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემათ. დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”,
“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”,
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ”,
“სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”,
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” და სხვა, საქართველოს კანონებით განსაზღვრული
უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება.

ვინაიდან დადგენილი არ არის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სტანდარტები, არც ისაა დადგენილი, რა ჯდება ამ სერვისების მიწოდება მოსახლეობისათვის. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტიდან არ ჩანს, თუ რის საფუძველზე გათვალა მთავრობამ, თუ რა თანხა სჭირდება თითოეულ მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

რაც შეეხება სპეციალურ ტრანსფერს, ის გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის
კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების
(ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე, სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად.

სპეციალური ტრანსფერის გასაცემად, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, აუცილებელია, რომ თვითმმართველმა ერთეულმა მიმართოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს სამინისტროებს, ან საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის სამინისტროებს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

ვნახოთ, რომელი მუნიციპალიტეტი რა ოდენობით მიზნობრივ და სპეციალურ ტრანსფერს მიიღებს:

ათასი ლარი

ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების დასახელება
სულ
ტრანსფერი
მიზნობრივი ტრანსფერი
დელეგირებული უფლებამოსილების
განსახორციელებლად
სპეციალური
ტრანსფერი
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკა
8,000.08,000.0
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი 460.0460.0
აჟარის მუნიციპალიტეტი 1,108.0 30.0 1,078.0
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი0.0
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 0.0
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 0.0
ქედის მუნიციპალიტეტი 0.0
შუახევის მუნიციპალიტეტი 0.0
ხულოს მუნიციპალიტეტი 0.0
ახმეტის მუნიციპალიტეტი 135.0135.0
გურჯაანის მუნიციპალიტეტი160.0 160.0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი185.0 185.0
თელავის მუნიციპალიტეტი 285.0 285.0
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 220.0220.0
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 210.0210.0
სიღნაღის მუნიციპალიტეტი145.0145.0
ყვარლის მუნიციპალიტეტი135.0135.0
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი235.0235.0
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 232.0232.0
ტყიბულის მუნიციპალიტეტი150.0 150.0
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 170.0 170.0
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 128.0 128.0
ვანის მუნიციპალიტეტი145.0 145.0
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 240.0240.0
თერჯოლის მუნიციპალიტეტი160.0 160.0
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 187.0 187.0
საჩხერის მუნიციპალიტეტი 190.0 190.0
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 138.0138.0
ხონის მუნიციპალიტეტი160.0 160.0
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 260.0260.0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი350.0 350.0
აბაშის მუნიციპალიტეტი147.0 147.0
მარტვილის მუნიციპალიტეტი155.0155.0
მესტიის მუნიციპალიტეტი125.0125.0
სენაკის მუნიციპალიტეტი 195.0195.0
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი172.0172.0
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 183.0 183.0
ხობის მუნიციპალიტეტი 210.0 210.0
გორის მუნიციპალიტეტი303.0303.0
ქურთის მუნიციპალიტეტი 2,125.090.02,035.0
ერედვის მუნიციპალიტეტი1,970.045.0 1,925.0
კასპის მუნიციპალიტეტი 175.0 175.0
ქარელის მუნიციპალიტეტი213.0 213.0
თიღვის მუნიციპალიტეტი1,566.0 30.01,536.0
ხაშურის მუნიციპალიტეტი 225.0225.0
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი 500.0500.0
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 305.0 305.0
გარდაბნის მუნიციპალიტეტი260.0 260.0
დმანისის მუნიციპალიტეტი 130.0130.0
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 217.0 217.0
მარნეულის მუნიციპალიტეტი250.0250.0
წალკის მუნიციპალიტეტი109.0 109.0
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 220.0 220.0
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი253.0 253.0
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 183.0 183.0
ადიგენის მუნიციპალიტეტი 137.0 137.0
ასპინძის მუნიციპალიტეტი126.0126.0
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 215.0 215.0
ახალციხის მუნიციპალიტეტი 270.0 270.0
ბორჯომის მუნიციპალიტეტი190.0190.0
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 165.0 165.0
ახალგორის მუნიციპალიტეტი 2,416.0 90.0 2,326.0
დუშეთის მუნიციპალიტეტი107.0107.0
თიანეთის მუნიციპალიტეტი 136.0 136.0
მცხეთის მუნიციპალიტეტი 368.0 368.0
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი85.0 85.0
მბროლაურის მუნიციპალიტეტი140.0 140.0
ლენტეხის მუნიციპალიტეტი 105.0105.0
ონის მუნიციპალიტეტი103.0 103.0
ცაგერის მუნიციპალიტეტი 158.0 158.0
სულ 28,700.011,800.0 16,900.0