ტელეკომპანია “პირველი”
საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებას მთავრობა მომდევნო წლებში გეგმავს, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების კრიტიკას, ადგილობრივ ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, დღგ-ს ნაწილის დატოვებასთან დაკავშირებით.
კაკაურიძე ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალურ ბიუჯეტებში დატოვება შესაძლებელია, თუმცა, ამისათვის მთავრობა მზად რამდენიმე წელში იქნება.