სოფელ კოშკაში მცხოვრებ 17 ოჯახს გათბობის ვაუჩერს გორის მერია გადასცემს

1037

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში 17 ოჯახი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” გორის მერიიდან აცნობეს.

მერიის ცნობით, ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის სიაში ვერ მოხვდნენ. მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ დახმარების მიმღებ სიაში 17 ოჯახი არ ეწერა.

კოშკა მერეთის ტერიტორიულ თემში შედის და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. სიაში გამორჩენილი ოჯახების თანხა გორის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.