“ჩვენი დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ჩვენ მიერ დაფიქსირდა 120-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 10 საჩივარი”, – ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. აღნიშნული 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან:
- #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანი
- #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანი
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანი
#50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე შესულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ ფული გადასცა საარჩევნო ყუთის მეთვალყურე კომისიის წევრს. მოგვიანებით ყუთის მეთვალყურემ თანხა, თავის მხრივ, გადასცა ერთ დამკვირვებელს და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მისულ კიდევ ერთ ამომრჩეველს
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
ტენდენციის სახით დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ამ დროისთვის 14 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და ან რომელიმე დამკვირვებელს. აღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ საარჩევნო უბნებზე:
- #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #4, 15, 45 და 49 საარჩევნო უბნები
- #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანი
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #83, 80 და 10 საარჩევნო უბნები
- #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანი
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანი
- #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #3 და #7 საარჩევნო უბანი
- #25 წალკის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანი
- #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი
#8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #52 უბნის ამომრჩეველმა – ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლემ, ნანა თოდუამ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ატვირთა შემოხაზული ბიულეტენი და პირადობის მოწმობა იმის დამადასტურებლად, რომ მან ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
ასევე, ტენდენციის სახით დაფიქსირდა ნაკადის მომწესრიგებელის მიერ მოსული ამომრჩევლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამკვირვებლებისთვის. ისინი ან ხმამაღლა ასახელებდნენ მოსული ამომრჩევლის სახელსა და გვარს ან კარნახობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ასეთი შემთხვევები შემდეგ 11 უბანზე დაფიქსირდა:
- #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #20 და 24 საარჩევნო უბნები
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 18, 90, 98 საარჩევნო უბნები
- #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანი
- #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #66 და 61 საარჩევნო უბნები.
- #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანი
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბანი
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა
დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ორი ფაქტი, როდესაც „ტვ პირველი”-სა და news.on.ge-ის ჟურნალისტებს საარჩევნო უბნების გარეთ არ მისცეს ვიდეო გადაღების საშუალება და სცადეს ფიზიკური ძალადობა. ორივე საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
არჩევნების გაყალბების მცდელობა
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტის ჩაყრას. პროტესტის შემდეგ იგი უბნიდან გაიქცა, თუმცა ჩვენმა დამკვირვებელლმა მოახერხა მისთვის ფოტოს გადაღება. შსს-მ ამ საქმეზე შესწავლა უკვე დაიწყო და ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა.
დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვება
დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ასეთი პრობლემა შემდეგ 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა:
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანი
- #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანი
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #43 და #37 საარჩევნო უბნები
- #11 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 და 21 საარჩევნო უბანი
- #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანი
- #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანი
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #16 და #35 საარჩევნო უბნები
- #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი
- #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანი
- #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანი
- #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი
- #32 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანი
- #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანი
- #32 გორის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანი
- #8 ვაკის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანი
წილისყრის პროცედურის დარღვევა
#50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარებაზე უარი თქვა.
#16 ყვარლის #4 საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარების შემდეგ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფუნციები, რაზეც კომისიის თავმჯდმარეს რეაგირება არ ჰქონია.
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურაში ქალ კომისიის წევრებს არ მიაღებინა მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ გადასატანი ყუთის წაღება ქალისთვის კომფორტული არ არის.
საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილით (სახ. ნომრით ZMG 400) მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მამუკა ციმინტია. სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების საარჩევნო მიზნით გამოყენება „საარჩევნო კოდექსით” აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
სხვა დარღვევები
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში #20 საარჩევნო უბანზე დაიკარგა სამაგიდო სიის ერთი ნაწილი და შეწყდა კენჭისყრის პროცესი. ამჟამად ელოდებიან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას.
#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანში კომისიის წევრი ხმის მისაცემად შევიდა კაბინაში, სადაც მას იქ დახვდა უკვე შემოხაზული ბიულეტენი. მან ეს ბიულეტენი გამოიტანა და დროებით გადასცა ჩვენს დამკვირვებელს, რომელმაც ფოტოს გადაღება სცადა, რა დროსაც კომისიის თავმჯდომარემ მას წაართვა ბიულეტენი და დამალა.
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის მოტივით უსამართლოდ გააძევეს. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, მას წესები არ დაურღვევია.
სადამკვირვებლო მისიის შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.
29 ნოემბერს 11:00-ზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს არჩევნების დღის საბოლოო შეფასებას.