თბილისში კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

694

წინა სტატია

თბილისის მერიამ მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა. ჩატარებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

“უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსტავა-შარტავას მონაკვეთი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულებულია. მთლიანად კეთილმოწყობილია ორივე ქუჩა. აღნიშნულ ქუჩებზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, წყლისა და წყალარინების ქსელები. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იყოს. ასევე მოწესრიგდა ტრორუარები და გაკეთდა ახალი ბორდიულები. ამასთან, დღესვე დასრულდა “ბასლაინების“ დახაზვა. გარდა ამისა გამწვანდა ამ ქუჩებზე არსებული გზაგამყოფები.

მთლიანობაში აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე, ცნობილია, რომ შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დააყენეს, რომელიც ჯერ ავტობუსს  ატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.