განათლების მინისტრის მოადგილე გორში პედაგოგებს შეხვდა

987

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ზოგად განათლებაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გორის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანალოგიური პროფესიული შეხვედრები, საგანმანათლებლო სისტემაში სიახლეების გავრცელებისა და დანერგვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიიღო სწორი ინფორმაცია სკოლებში არსებულ საჭიროებებზე და მოახდინო მათზე დროული რეაგირება.

“სამუშაო ფორმატში პედაგოგებთან შეხვედრა და სიახლეების წარდგენა მომავალშიც გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები ყველა რეგიონში ჩავლენ და პირადად გამართავენ შეხვედრებს”, – აცხადებენ სამინისტროში.