ნაძლადევის რაიონში, თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში, ე.წ. კადეტთა კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, N2 კორპუსში სადარბაზოს რემონტი 720 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, N6 კორპუსში კი 800 კვ.მ ფართობზე ქანობიანი სახურავი შეიცვალა.
“დევნილთა დასახლებებში გამგეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ე.წ. კადეტთა კორპუსებში სადარბაზოების რემონტი და სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა. გასულ წელს აღნიშნულ დასახლებაში საბავშვო გასართობი ატრაქციონები მოეწყო. ასევე, სამი საცხოვრებელი შენობის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და სადარბაზოები მოწესრიგდა N3, N4 კორპუსებში. ამ მისამართზე წლის ბოლომდე სავარჯიშო ტრენაჟორებიც დამონტაჟდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დასახლებაში სულ ექვსი საცხოვრებელი კორპუსია, სადაც 650-მდე დევნილი ცხოვრობს.