რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლის გამაგრებას აგრძელებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს.
დამატებითი მავთულხლართები საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ჯუკაანთ კარს შორის დაამონტაჟა. დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, იმ ადგილზე, სადაც 2008 წლის შემდეგ ე.წ. გამყოფი ზოლი მავთულებით იყო დაფიქსირებული.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დამატებითი მავთულხლართების დამონტაჟებით საოკუპაციო ძალა ცდილობს, ხელოვნურად ხელი შეუშალოს მოსახლეობას გადაადგილებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა.