კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ცენტრი თითქმის ორი წელია კერძო პიროვნებას იჯარით აქვს აღებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მოიჯარე ფართს კომერციული დანიშნულებით იყენებს და ცეკვის სტუდია აქვს გახსნილი.
დევნლები ამბობენ, რომ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას სათემო ცენტრში ვერ ახერხებენ, რადგან ცეკვის გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, შენობას ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელი კეტავს.
დევნილებს მიაჩნიათ, რომ სათემო ცენტრით სარგებლობის უფლება მათ გარდა არავის აქვს. ისინი გორის მუნიციპალიტეტის მერს სთხოვენ პირადად დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და სათემო ცენტრის გამოყენების საშუალება მიეცეთ.