კალაძე ბაღის დირექტორებზე: ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები არავის ეპატიება

753

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლებაში პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, ბაღებში დარღვევებია აღმოჩენილი.

“ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა. სააგენტო ყოველთვის აწარმოებს ბაღების შემოწმებას, რომელიც ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება ჩვენ გვაქვს. ამაზე ადრეც ვსაუბრობდი, რომ არავის ვაპატიებთ გადაცდომას. განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები არ ეპატიება არავის“, აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის საკვების მოპარვის მიზეზით გაათავისუფლეს.