ცესკოს ამ დროის მონაცემებით, ზურაბიშვილი ვაშაძეს მცირედით უსწრებს

743

წინა სტატია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3 703 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც უბნების 99.95%-ს შეადგენს.

ამ დროისთვის არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი – 38.63%;

გრიგოლ ვაშაძე – 37.74%;

დავით ბაქრაძე – 10.97%;

შალვა ნათელაშვილი – 3.75%;

დავით უსუფაშვილი – 2.26%;

ზურაბ ჯაფარიძე – 2.26%;

კახა კუკავა – 1.33%;

სხვა კანდიდატები – 3.06%.

კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიიღო, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია.