ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტა

831

ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭომ აქცია-პერფორმანსი გამართა. მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

მრჩეველთა საბჭოს წევრები დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მაისურებით გამოცხადდნენ, რომელზეც წარწერა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ეწერა.

“ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მოვუწოდებთ, მათ შორის ადგილობრივ მერიას, რომ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ქეთი ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის საბჭო მიმდინარე წელს შეიქმნა და ის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.