ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ლეიბორისტული” პარტიიდან ნათია შარაშენიძე, გუშინ ქალაქის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის მიერ ქ. ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერებაზე მხარდაჭერილ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
– ჩემო ძვირფასო ოზურგეთლებო,
გუშინ ქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, ამ ადამიანებმა თქვენი ნდობა ბოროტად გამოიყენეს, გიღალატეს თქვენ და ოზურგეთს, ზურგში დანა ჩასცეს ქალაქს, დღეს კი სინდის-ნამუსის ქეჯნისგან განთავისუფლებული 8 შადიმანი ამაყად დააბიჯებს ოზურგეთის ქუჩებში და არც კი აწუხებთ და ანაღვლებთ, რომ გუშინ ხელის აწევით ქალაქი მოკლეს, თავიანთი ქმედების გამო, ოდნავ მაინც რომ შეწუხებულიყვნენ გუშინვე როგორც მინიმუმ თანამდებობები მაინც უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ ქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ ამით თქვენ და სრულიად საქართველოს დაუმტკიცა, რომ საკუთარი კეთილდღეობის იქით მათ არაფერი არ ადარდებთ-წერს ნათია შარაშენიძე.
წყარო: გურიის მოამბე