თბილისში კანონდარღვევით გაკრულ სააგიტაციო მასალებს ხსნიან

687

წინა სტატია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის დავალებით, “თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისში კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საარჩევნო სააგიტაციო მასალები ცოტა ხნის წინ ცოტნე დადიანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ჩამორეცხეს. პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ  “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, რომ აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამორეცხონ. მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ “სულელური პლაკატები“ ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებს ამახინჯებს.