ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

887

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს. მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბილისის მასშტაბით ჩატარებული ხიდების კვლევის საფუძველზე მიიღეს.

“2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ავარიულობის ხარისხი დადგინდა. მას შემდეგ, თბილისის მერია ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ეტაპობრივად აწარმოებს. ამჯერად, ვახუშტის ხიდის აღდგენას ვგეგმავთ. ტენდერს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეში გამოვაცხადებთ. ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით, 2 400 000 ლარი და 5 თვე დასჭირდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია თბილისის მერიას რამდენიმე თვის წინაც სურდა და სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 1,7 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავდა. რეაბილიტაცია კი, გამარჯვებულ კომპანიას 180 დღეში უნდა დაესრულებინა. თუმცა ხიდის რეაბილიტაციით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა, საბოლოოდ კი ტენდერი ჩაიშალა.