გორის ქუჩებში ახალგაზრდა მოხალისეები გამოჩნდნენ, რომლებიც იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც გარემოს დააბინძურებს. გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი, მიდიან მასთან და უხსნიან, რომ ეს ქმედება კანონით დასჯადია და ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
USAID-ის მიერ დაფინანსებულის პროექტი, WMTR II პროგრამის და მეგობრობის ხიდი ქართლოსის ხელშეწყობით, ხორციელდება.
“ახალგაზრდები თანამოქალაქეებს შესაბამისი კანონის მუხლებსაც აცნობენ. ურიგებენ ცნობარებს და მოუწოდებენ მათ, რომ აღარ ჩაიდინონ აღნიშნული ქმედება. სექტემბრის ბოლოდან ახალგაზრდებმა დანაგვიანების 40 შემთხვევა დააფიქსირეს და შესაბამისი ინფორმაციაც მიაწოდეს მოსახლეობას.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მოხალისეობრივი აქტივობა გორიდან სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს; რათა უფრო მეტ მოქალაქეს მიეწოდოს ინფორმაცია ჯარიმების შესახებ და ხელი შეუწყონ გარემოს სისუფთავის შენარჩუნებას.