თერჯოლის სოფელ სიქთარვის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

723

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყალს ითხოვს. მათი თქმით, საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყალს ან მდინარე ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან, სასმელი წყალი კი რამდენიმე კილომეტრიდან მოაქვთ. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.

“38 წელია სოფელს ეს პრობლემა აქვს. ხალხი ვერ იბანს, წვიმას ელოდება დასაბანად. ამხელა სოფელია, წყლის გარეშე როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა”,- აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ სიქთარვაში თერჯოლის მერის წარმომადგენელი თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და სოფელ სიქთარვის მოსახლეობას წყლის პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.